საქართველოს პრეზოდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილ 30 მილიოონი ევროს გაყინნვას ეხმიანება.
მისი განცხადებით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკისთვის.
აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნულ 30 მილიონ ევროს გაყინვა.
ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.
პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილებება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი - არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის, თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთვნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … ( ნეტავ აწი ამერიმას რა ეშველება !!!)
ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოენისთვის : ჩვენი პარტნოორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან !
ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას “რატომაა ეს კანონი რუსული?”
რატომ? … და ამიტომ!!!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი