ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ევროკავშირის დახმარება საქართველოს მთავრობისადმი კიდევ შემცირდება.
"როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ [ევროკავშირის] ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონ ევროს მოიცავს, გაყინულია.
და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯებიც იქნება. ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და შევეცდებით, მთავრობისადმი ეს პირდაპირი დახმარება გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ. ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამოცხადეს", - თქვა ჰერჩინსკიმ.
თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ იმართება.