უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა.
დაღუპულთა შორის სამი ბავშია, დაშავებულთა შორის კი - 13.
ამასთან, მაშველები გადარჩენილი ადამიანების შესახებაც ავრცელებენ ინფორმაციას, 11 ადამიანი კიევში გადაარჩინეს, ხოლო რვა – დნიპროპეტროვსკის რეგიონში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასშტაბური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა, ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის „კინჟალის“ და „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე „ცირკონის“ ტიპის რაკეტები.