კიევზე 8 ივლისს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. რუსმა ოკუპანტებმა სამი ბავშვი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. დაზიანებებია - სოლომენსკის, დნიპროვსკის, დარნიცკის, სვიატოშინსკის, დესნიანსკის, შევჩენკოვსკის და გოლოსეევსკის რაიონებში.
დაშავებულია 82 ადამიანი.