საერთო თანხმობით კოალიციურად დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დასრულების შემდეგ თამარ კორძაიამ განაცხადა. მან განმარტება გააკეთა თუ რატომ შეუერთა პლატფორმას "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის".
„წელიწადზე მეტია ვხედავთ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას, რომ ოპოზიციამ იაროს შეთანხმებით, კომპრომისებით იმისთვის, რათა ოქტომბერში "ქართული ოცნება" იყოს დამარცხებული. ჩვენ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით. მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას ერთიანობის და საბოლოო ჯამში, ჩვენ საერთო თანხმობით კოალიციურად დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას". ჩემი გადაწყვეტილებაც სწორედ ამით არის ნაკარნახევი და მე მჯერა, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება იმპულსის მიმცემი ყველასთვის, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ, საკუთარი არჩევანის, გემოვნების მიხედვით ოპოზიციური პარტიების შემოხაზა.
ყველა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოპოზიციური ერთობები შეიქმნას. ვინც მოვა ჩვენს ერთობაში, დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველას. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გარემო შევქმნათ პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხამ არ დაიკარგოს", - განაცხადა კორძაიამ.