კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, 72 ადამიანი კი დაშავდა.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოში არ არის სინათლე, ჟანგბადი და წყალი.
ლიაშკომ აღნიშნა, რომ რუსული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხუთი შენობა „ოხმატდიტის“ საავადმყოფოში და ერთი შენობა ბავშვთა კარდიოქირურგიის ცენტრში.
სამხედრო ექსპერტების განცახდებით, რუსებმა გამოიყენეს თითქმის მათ ხელთ არსებული ყველა ტიპის რაკეტა.
დღევანდელი მასსტაბური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა, ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის „კინჟალის“ და „ისკანდერ ემის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე „ცირკონის“, „ხ-101“-ის, „კალიბრის“, „ხ-22“- ის ტიპის რაკეტები.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რაკეტა ჩამოაგდეს.