ხვალ, 9 ივლისს უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეა. ქალაქის ყველა შენობაზე დაშვებული იქნება დროშები, გაუქმდება გასართობი ღონისძიებები.
კიევის მცხოვრებლები პატივს მიაგებენ დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
დღეს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 112 დაშავდა.