უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ემოციურად გამოეხმაურა რუსეთის განცხადებებს, რომელშიც რუსულმა მხარემ „ოხმატდეტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები დადანაშაულა.
„რა ცინიზმს აჩვენებენ კრემლის ნაძირელბის მხრიდან, რომ თითქოს „ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვა“ და არა მათი მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა, რომლის დროსაც ბევრი უკრაინელი დაიჭრა და დაიღუპა“, - განაცხადა ზელენსკიმ ვარშავაში დონალდ ტუსკთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან დასძინა, რომ უკრაინა აღადგენს ყველაფერს, რაც დღეს რუსმა ტერორისტებმა გაანადგურეს. ”უდავოდ, ჩვენ პასუხს გავცემთ ამ ველურებს რუსეთიდან ”, - დასძინა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, იმუშავებენ რუსეთის და პუტინის პასუხისგებაში მისაცემად.
„ყოველგვარი ეჭვის მიღმა, ჩვენ ვაპირებთ, აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ამ ტერორისტებმა გაანადგურეს. და ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ჩვენ ვაპირებთ პასუხის გაცემას ამ ველურებისთვის რუსეთიდან. ყველა, ვინც დაშავდა, მიიღებს საჭირო დახმარებას. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ვიმუშავებთ ამ ტერორისთვის რუსეთის და პუტინის პასუხისგებაში მიცემაზე, დარტყმების განსახორციელებლად მისი ბრძანებებისთვის. უკრაინა გამოვა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის ინიციატივით, რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმების გამო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.