საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გაბრიელ ატალს სთხოვა, დროებით დარჩეს თანამდებობაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილურობა.
მაკრონმა მადლობა გადაუხადა ატალს ევროპული და ეროვნული საკანონმდებლო საარჩევნო კამპანიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.
საფრანგეთს პრემიერ-მინისტრმა გუშინ, 7 ივლისს, საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავდა, თუმცა ამასთან, აღნიშნა, რომ მზადაა, თანამდებობაზე დარჩეს პარიზის ოლიმპიადის დროს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა.
პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მემარცხენეების ალიანსმა „ახალმა ფრონტმა“ მიიღო, რომელიც 182 მანდატს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კოალიცია 163 ადგილით, ხოლო მესამეზეა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“, რომელსაც 143 მანდატი შეხვდა.
აბსოლუტური უმრავლესობა, რომლისთვისაც 289 მანდატია საჭირო, ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა.