საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა.
პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მემარცხენეების ალიანსმა „ახალმა ფრონტმა“ მიიღო, რომელიც 182 მანდატს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კოალიცია 163 ადგილით, ხოლო მესამეზეა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“, რომელსაც 143 მანდატი შეხვდა.
აბსოლუტური უმრავლესობა, რომლისთვისაც 289 მანდატია საჭირო, ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა.
მემარცხენეების ალიანსის წევრმა პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალი სახალხო ფრონტი უნდა მოიწვიოს ქვეყნის მმართველობაში.
მაკრონის პარტიის თავმჯდომარემ სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ ის მზადაა იმუშაოს მთავარ პარტიებთან, მაგრამ გამორიცხა მელანშონის პოლიტიკურ ძალასთან რაიმე შეთანხმება.
თავად საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაელოდება, ვიდრე ახალი პარლამენტი იპოვის რაიმე სახის „სტრუქტურას“, რათა გადაწყვიტოს რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი.
ფოტო: AP