უკრაინული მედიის ცნობით, 8 ივლისს ნაშუადღევს რუსეთმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა კრივი რიჰსა და დნიპროზე, იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა.
„რამდენიმე დარტყმა განხორციელდა, მათ შორის, ერთი სამრეწველო საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაზე. შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება“, – განაცხადა კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ოლექსანდრ ვილკულმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა სარაკეტო იერიში ასევე განახორციელა დნეპროპეტროვსკზე, სლავიანსკსა და კრამატორსკზე. რუსეთის თავდასხმას უკრაინაში დღეს, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.
ტავდასხმა იყო კიევზეც, სადაც 10 ადამიანია დაღუპული.