საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმიანება და წერს, რომ საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და ღირსება აირჩია.
საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია!
მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არ ნახულ მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას.
გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მეორეზეა ემანუელ მაკრონის პარტია, მესამეზე მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანება“.საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.