საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ეხმიანება.
„პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბედნიერი იყო ვარშავაში“, – წერს ტუსკი X-ზე.
შეგახსენებთ, წინასწარი ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე – ლე პენის “ეროვნული გაერთიანება“.