წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მემარცხენე ძალების ალიანსი "სახალხო ფრონტი" პირველ ადგილზეა და მათ შეუძლიათ მიიღონ 175-205 მანდატი.
მეორე ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიაა, ის სავარაუდოდ 150-დან 175-მდე ადგილს მიიღებს.
მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას „ეროვნულმა გაერთიანებამ“, რომელსაც ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, ლიდერობას და აბსოლუტურ უმრავლესობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, პარლამენტში, შესაძლოა 115-დან 150-მდე მანდატი მიიღოს.
აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა 289 მანდატის მოპოვება.
ამრიგად, საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
საფრანგეთის დროით 20:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.