საზოგადოება ითხოვს, მოვხსნათ მართლმსაჯულების სიტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას არ აძლევს გასაქანს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქობულეთში განაცხადა, სადაც ,,მართლმსაჯულების სახლის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ითხოვს, მოვხსნათ მართლმსაჯულების სიტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას არ აძლევს გასაქანს, ამიტომ ვერ ამუშავდა ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა. ძალიან აჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორება. ის აუცილებელი გამოსწორება, რომლის გარეშეც ჩვენ ვართ შიშველნი, იმიტომ, რომ თუ არ ხარ შენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ დაცული, მაშინ შენ არ გაგაჩნია არაფერი. არც პირადი ცხოვრება, არც პირადი ცხოვრების დაცვა. არც ეკონომიკა. არც შენი ინვესტიციების დაცვა და ასეთი ქვეყანა არ არის სახელმწიფო. ეს არის რაღაც ქვეყანა, რომელიც არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.