ამერიკელი პარტნიორების მიმართ წარმოთქმული ბრალდებების შედეგად საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე გაყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას განუსაზღვრელი ვადით გადადებს.
„ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების (მეორე ფრონტის თუ გადატრიალებისა) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე გაყვანა. ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.