ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას 4 ივლისის არჩევნებში კონსერვატიული პარტიის დამარცხების შემდეგ.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრის რანგში ბოლო განცხადება გააკეთა. მან დაადასტურა, რომ მალე შეხვდება მეფე ჩარლზ III-ს, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს გადადგომის შესახებ.
სუნაკმა ბოდიში მოუხადა ამომრჩევლებს.
პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტსაც დატოვებს.
"ამ მარცხზე პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ." - თქვა სუნაკმა.
სუნაკის ადგილს სულ მალე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი დაიკავებს.
კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში, რომელშიც 650 ადგილია, 250-მდე მანდატი დაკარგა და მათი რაოდენობა 131 დეპუტატამდე შემცირდება, მაშინ, როცა ლეიბორისტებმა 410-ზე მეტი ადგილი მოიპოვეს. ლიბერალ-დემოკრატები კი სავარაუდოდ მესამე ადგილზე იქნებიან 61 დეპუტატით.