გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით ამ ეტაპზე ტურნირის საუკეთესო მეკარეა – ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების მეკარეს 29 მოგერიება აქვს, სხვა სტატისტიკური ვებგვერდების მონაცემებით კი – 30.
23 წლის მამარდაშვილი ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტებს დიდი უპირატესობით ასწრებს.
ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარეების ხუთეული ასეთია:
1. გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 29 მოგერიება;
2. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 16;
3. ჯანლუიჯი დონარუმა, იტალია – 14;
4 იან ობლაკი, სლოვენია – 14;
5. კოენ კასტელსი, ბელგია – 14.