27 წლის ქართველი მოჭიდავე, ნუგზარ წურწუმია ქალაქ ხობში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავის გარდაცვალება დაადასტურა. ნუგზარი ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სპორტსმენი იყო. მან 2019 წელს 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. წურწუმიამ ნურ-სულთანში ადგილობრივ ყაზახ მოჭიდავეს ფინალში 9:0 მოუგო.
ნუგზარის ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ 3 მედალი იყო: ერთი ვერცხლი და 2 ბრინჯაო. წურწუმიას ევროპის ჩემპიონატებზე 4 მედალი ჰქონდა მოგებული: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი.