აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს უუუ დაიძახონ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ტელევიზიების დადგმული იყო? მდინარაძემ უპასუხა: "არა ტელევიზიების არა, თქვენი".
"როცა აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს უუუ დაიძახოს და 100 კაცი აყვეს. როდესაც აორგანიზებენ იმას, რომ აბსოლუტური ფეიკი დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა, თან საყოველთაო ზეიმის ფონზე, არ შეიძლებაა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.