“ქართული ოცნების ‘ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ თავისუფლების მოედანზე გუშინ გამართულ ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძის მიმართ შეძახილები და დაორგანიზებული იყო გარკვეული "ჰეითერების" ჯგუფის მიერ.
“არის სიძულვილის მთესველთა, “ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანია ნებისმიერი სახალხო ზეიმი ან ქვეყნის წარმატება ნეგატივად აქციოს. ეს ადამიანები, რომელთაც აჟიოტაჟი ატეხეს, ორგანიზებულად, ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ, თუმცა საზოგადოება ამას არ აჰყვა.
ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ნაწილმა ზეიმზე დაპირისპირების სხვა მიმართულებით მოწყობაც სცადა, როდესაც ღონისძიების წამყვანთან და ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით უდიდესი ზიზღის კამპანია ააგორეს.
არის საზოგადოების ეს ნაწილი, რომელთა ნომერ პირველი ამოცანა არის რევანში. მათ საერთო ეროვნული ამოცანები არ გააჩნიათ. ქვეყნის ნებისმიერი წარმატება რამენაირად რაიმე ნეგატივში უნდა გადათარგმნონ და ჰყავთ გარემოცვა, რომელთა მეშვეობით ამ ნეგატივის წარმოჩენას მოახერხებენ.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რეალურად ვის რა ამოძრავებს ამ ქვეყანაში და ვის რა მიზანი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.