ფეხბურთელების გამარჯვება ეკუთვნის საქართველოს და რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება მის დასაკუთრებას, არ გამოუვა, ეს ნათლად გამოჩნდა გუშინ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ. მათ გამოავლინეს წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება, ირწმუნეს, იბრძოლეს და გაიმარჯვეს.
მათი გამარჯვება ეკუთვნის საქართველოს და რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება მის დასაკუთრებას, ეს არ გამოუვა და ეს ნათლად გამოჩნდა გუშინ.
ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები რეჟიმთან, რომელიც წინ ევროპისკენ გზას უხერგავს ქვეყანას.
ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეეთებისთვის რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით მიიღებს საქართველოს მოქალაქე.
ჩვენ შეგვიძლია!
ჩვენ შევცვლით!
ძალა ერთობაშია!” - თქვა პაატა მანჯგალაძემ.