ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა დაადასტურა ისრაელის მზადყოფნა გამოიყენოს სამხედრო ძალა ლიბანის წინააღმდეგ, მიუხედავად ირანის მუქარისა, თუ ჰეზბოლა გააგრძელებს ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას.
ამის შესახებ კაცი X-ზე წერს.
"დღეს ირანი იმუქრება ისრაელის განადგურებით, თუ ისრაელი სრულად უპასუხებს ჰეზბოლას თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანის მიმართ ნათელია. თუ ჰეზბოლა არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დატოვებს სამხრეთ ლიბანს, ჩვენ ვიმოქმედებთ მის წინააღმდეგ მთელი ძალით, ვიდრე არ მივაღწევთ უსაფრთხოებასდა ვიდრე მოსახლეობა სახლებში არ დაბრუნდება“, - წერს კაცი.
მისი თქმით, „რეჟიმი, რომელიც განადგურებით ემუქრება, განადგურებას იმსახურებს“.
აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ფართომასშტაბიანი დაპირისპირება შეიძლება უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყოს, თუ იერუსალიმი და ჰამასი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.