აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ტელედებატებისას განაცხადა, რომ კრემლის მმართველის ვლადიმირ პუტინის მიერ წამოყენებული პირობები უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დასასრულებლად მიუღებელია.
ტრამპი თავდაპირველად პუტინის პირობებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებდა, მაგრამ მოგვიანებით ჟურნალისტმა კვლავ ჰკითხა: „ მისაღებია თუ არა თქვენთვის პუტინის პირობები?
„არა, ის {პუტინის პირობები} მიუღებელია. ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, ჩვენ რომ ლიდერი გვყოლოდა ამ ომში. მან 200 მილიარდი დოლარი მისცა უკრაინას. ეს ძალიან დიდი თანხაა. მსგავსი არაფერი ყოფილა. ყოველ ჯერზე, როდესაც ზელენსკი ამ ქვეყანაში ჩამოდის, ის უკან 60 მილიონი დოლარით ბრუნდება. ყველა დროის საუკეთესო მაგარი გაყიდვების აგენტია. მას არ ვერჩი, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ თანხა რომელიც ჩვენ ამ ომზე დავხარჯეთ, არ უნდა დაგვეხარჯა” - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში ის დაასრულებს ომს უკრაინაში, მაგრამ არ უთქვამს კონკრეტულად, როგორ გააკეთებს ამას.
„მე ამ ომს მოგვაგვარებ პუტინსა და ზელენსკის შორის, როგორც კი არჩეული პრეზიდენტის რანგში 20 იანვრამდე პოსტს დავიკავებ. მოვაგვარებ ამ ომს. ხალხი იხოცება, ისე უაზროდ და სულელურად“,- თქვა ტრამპმა.
ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობა უნდა იყოს უკრაინის ჯარების „სრული გაყვანა“ ხერსონიდან, ზაპოროჟიედან, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან.