მხოლოდ ერთი მიზანი გაგაჩნიათ, რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება და შეინარჩუნოთ თქვენი გავლენები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ "ქართული ოცნების" მისამართით განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ცესკოს საკითხზე ვეტოს დაძლევის პროცედურა მიმდინარეობს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება იმ კომუნისტურ პარტიას, რომელიც ქვეყანამ წარსულში მოიტოვა.
„მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი გაგაჩნიათ, რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება და შეინარჩუნოთ თქვენი გავლენები და ამ ვითარებაში, როდესაც კიდევ უფრო ემსგავსებით იმ ერთ კომუნისტურ პარტიას, რომელიც წარსულში მოვიტოვეთ, ამაზე აუცილებალდ იქნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირება ჩემგან არა, ქართველი ხალხის მხრიდან, რომელსაც თქვენ ართმევთ შესაძლებლობას ევროპული მომავლის, - თქვა აქუბარდიამ.