რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს და მხარს უჭერს თბილისის ნებისმიერ ინიციატივას ამ მიმართულებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ ეს (ურთიერთობების ნორმალიზაცია) აკმაყოფილებს ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს... ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ეხმარება რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას. ამ კონტექსტში მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას “, – განაცხადა მან ბრიფინგზე.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარემ მიხეილ ჟღენტმა მანამდე გამოთქვა იმედი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით.