მასწავლოს ვინმემ ან ჩვენმა ოპონენტებმა, როგორ დავარწმუნო ფრანგი, კანადელი და ამერიკელი კოლეგები, რომ გამჭვირვალობის შესახებ ანალოგიური კანონი მათ ქვეყანაშიც მუშაობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა.
„რაში დავარწმუნო ჩემი ფრანგი მეგობარი, რომელთანაც ხშირად ცალმხრივი მეგობრობა გამომდის, რომ მანაც მიიღო ეს კანონი? დედაც გეფიცები, შენც მიიღე ეს კანონი, თუ როგორ ვუთხრა? რა ავუხსნა ფრანგ კანონმდებელს, რომ შენც მიიღე ეს კანონი, შენ საფრანგეთში ცხოვრობ, ფრანგი ხარ, მარტივ ჭეშმარიტებაზე ველაპარაკო? იგივე კანონი გაცილებით მკაცრი ფორმით რომ მიიღო ფრანგმა დეპუტატმა, მე დავარწმუნო ამაში? გეხვეწები, დარწმუნდი, ჩემო ფრანგო კოლეგავ, შენ გენაცვალე, რომ შენც მიიღე ასეთი კანონი, ამაში როგორ დავარწმუნო? დარწმუნებული არ არის ისედაც? ჩემი კანადელი კოლეგა როგორ დავარწმუნო, რომ მანაც მიიღო. ჩემი ამერიკელი კოლეგა, სენატორი ან კონგრესმენი როგორ დავარწმუნო, მასწავლოს ვიღაცამ ან ჩვენმა ოპონენტებმა, როგორ დავარწმუნო სენატორი ან კონგრესმენი, რომ მათ ქვეყანაშიც მუშაობს ანალოგიური კანონი. რა დარწმუნება უნდა, არ იცის? ესე იგი არ დარწმუნდა რაღაცაში. ე.ი. არდარწმუნება თუ არის სწორი, რაღაც ინტერესია ამის უკან და ეს ინტერესი არის ერთადერთი – სხვამ უნდა მართოს საქართველოს ხელისუფლება და საქართველო. მეტი ინტერესი ვერ იქნება. როცა ეტყვის, უნდა ჩაერთოს ომში, როცა ეტყვის, უნდა მივიდეს და სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს იქნება ტრენდს აყოლა. დააზიანებს საქართველოს 10-15 პროცენტით, რუსეთს – 0.3 პროცენტითაც კი ვერ, მაგრამ უნდა დააზიანოს, რადგან მარტივად შეიძლება მერე ხელისუფლების გამოცვლა და მეორედ თუ ეტყვის, კიდევ ომში ჩართავს. ეს ინტერესია.
ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები, დაანებეთ აგენტებს თავი. მეგობრები რაღაცებზე ვერ მოგყვებით, ამ ქვეყნის თვითმკვლელობაზე ვერ მოგყვებით, დანარჩენში მოვდივართ ყველაფერზე. თუ გინდა, რომ შევიდე რაღაც ბრძოლაში, შენი გარანტიები მითხარი, ნუ გაღიზიანდები ამაზე. შეიძლება, ბრძოლაშიც შემოგყვე…. რა სანქციებზე მელაპარაკები, „ნაცების“ დროს ერთი კაცი არ დაგისანქცირებია, რომელ სანქციაზე მელაპარაკები კანონის მიღების გულისთვის, რაც შენს ქვეყანაში გაქვს. ამაზე მასანქცირებ? მეტს კი არაფერს შვრებოდნენ „ნაცები“. ამან ეს დააშავაო და კლავდნენ… თუ მეგობარი ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მხოლოდ მეგობარი ვარ და რომ შენს დაკრულზე არ ვცეკვავ. ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის რომ ვიბრძვი, ამისთვის ნუ დამსჯი და ამასაც აღიქვამენ თავდასხმად. ჩვენი ამაყი ქვეყანა არაფრის ფასად არ დათმობს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.