საქართველოს პრეზიდენტი მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს.
სალომე ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს.
მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!” –ამბობს პრეზიდენტი.