ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნას მხარი დაუჭირა.
რუტე თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს შეცვლის.
მარკ რუტე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს.
თავის უფლებამოსილებას 1-ელ ოქტომბერს შეუდგება, როცა ნატო-ს მოქმედი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.
გასულ კვირას რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მოხსნა თავისი კანდიდატურა ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე, რამაც საბოლოოდ გაუხსნა გზა რუტეს დანიშვნას.
მარკ რუტე ნიდერლანდების თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. 2010 წლის 14 ოქტომბერს, მარკ რიუტე ა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრად დედოფალ ბეატრიქსის მიერ დაინიშნა.