გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ შორის, შესაძლოა, საქართველოც ყოფილიყო.
“ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ჩვენო მეგობრებო საქართველოში, ეს შეიძლებოდა, თქვენ ყოფილიყავით”, - წერს ფიშერი X-ზე.
უკრაინასა და მოლდოვასთვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები დღეს გაიხსნა.