უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ იწყება. სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ მოლაპარაკებების გახსნას ბლოკავს, - ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე წერს.
„უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ იწყება. სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ მოლაპარაკებების გახსნას ბლოკავს. ჩვენ დასავლეთ ბალკანეთთან დაშვებულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ: საბოლოოდ გვჭირდება მეტი სისწრაფე, ამბიცია და ზუსტი საგზაო რუკა. გაფართოება არა ცარიელი დაპირება, არამედ მიღწევადი მიზანი უნდა იყოს. თუ მონტენეგრო სწრაფად რეფორმირებას გააგრძელებს, ეს შეიძლება 2028 წლისთვის მიიღწიოს. გვჭირდება მისაბაძი მაგალითები, რომლებიც გაგვამხნევებს და დაგვაჯერებს, რომ ძალისხმევა ამად ნამდვილად ღირს“, - წერს მიხაელ როთი.