ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა
„ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს დასაბრუნებლად სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ხელი მოაწერეს ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას.