უკრაინა თავად ირჩევს სამიზნეებს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჩარლი დიცმა განაცხადა.
„უკრაინა თავად იღებს გადაწყვეტილებას სამიზნეებზე და ახორციელებს საკუთარ სამხედრო ოპერაციებს“, – თქვა მაიორმა ჩარლი დიცმა.
მანამდე, აშშ-ის ელჩი რუსეთში, ლინ ტრეისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის გამო.
რუსეთის მტკიცებით, სევასტოპოლს უკრაინის არმიამ დაარტყაამერიკული წარმოების რაკეტა, ATACMS-ით, რომელსაც კასეტური ჭურვები აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს განუცხადეს, რომ „ დაუსჯელი არ დარჩება ვაშინგტონის ქმედება, რომლის მიზანი უკრაინის პრონაცისტური ხელისუფლების საომარი მოქმედებისკენ წაქეზებაა.“