საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დასანქცირებულია უკვე ათწლეულებია, არ აძლევენ ვიზებს. რიცხვს თუ დაემატება მამუკა მდინარაძე, არაფერი არ შეიცვლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ს სანქციებთან დაკავშირებით.
„საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის დასანქცირებული უკვე ათწლეულებია, არ აძლევენ ვიზებს. შედიან მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორის საელჩოში და ვიზებს ვერ იღებენ. მათ რიცხვს თუ დაემატება მამუკა მდინარაძე, არაფერი არ შეიცვლება განსაკუთრებული, როცა ჩვენ ვეუბნებით, გაამარტივეთ, ვიზალიბერალიზაცია გაუკეთეთ ქართველ ხალხს, ამ დროს, პირიქით, სანქციებით გველაპარაკებიან. მართალია, ვირტუალურია ეს სანქციები ჯერჯერობით, ყოველდღე მირეკავენ მათი არხების ჟურნალისტები, მეილი ხომ არ მოგივიდაო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.