ირაკლი კობახიძემ ოთხ თვენახევარში მოახერხა ის, რომ ქვეყანას შეუცვალა საგარეო კურსი, ქვეყანას ამყოფებს სამოქალაქო დაპირისპირების, სამოქალაქო ომის ზღვარზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პრემიერის წლიურ ანგარიშის ბოკიოტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ოპოზიციის ნაწილი ირაკლი კობახიძის ანგარიშს არ დაესწრება.
თამარ კორძაიას თქმით, ანგარიშში ვერ მოისმენს ქვეყნისთვის სასარგებლო ინფორმაციას განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პრემიერი ირაკლი კობახიძე ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის და დასავლელ ლიდერებს "ჰამასისა" და თალიბანის ლიდერები ურჩევია.
„ირაკლი კობახიძის მოხსენებას არ დავესწრები არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ოთხ თვენახევარში მოახერხა ის, რომ ქვეყანას შეუცვალა საგარეო კურსი, ქვეყანას ამყოფებს სამოქალაქო დაპირისპირების, სამოქალაქო ომის ზღვარზე. რა უნდა თქვას კობახიძემ ან რა უნდა დაგვიწეროს ანგარიშში, რომელიც მოსმენის ღირსია მისგან. თუ ჰგონიათ, რომ მეშინია, ჩემს ოთახში ვზივარ - 401 ოთახია ჩემი და მობრძანდნენ და ნახავენ, თუკი მეშინია რომელიმე მათგანის. ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც დასავლელ ლიდერებს ამჯობინებს ჰამასის და თალიბანის ლიდერებს, რა შეკითხვები უნდა დავუსვათ ამის მერე მათ,“ - ამბობს კორძაია.