სალომე ზურაბიშვილს სოფლის გამგებლადაც არავინ აირჩევდა გვერდში რომ არ დადგომოდა თავის დროზე „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ეს არის კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დასტური იმისა, რომ ეს ადამიანი არ მოქმედებს თავისი ინტერესებით და თავისი სურვილებით. ეს არის ჩვეულებრივი მართვადი ადამიანი. სხვათა შორის, მინდა ვკითხო, სად არის ის ასი ათასობით ხელმოწერა, სამი თუ ორი კვირის წინ რომ დაანონსა რეფერენდუმთან დაკავშირებით? ასეთი არასერიოზულია მისი ნებისმიერი მოწოდება. რომ ჰკითხო, ის ქნება ძლიერი გენერალური მდივანი გაეროსი, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართველმა ადამიანმა კარგად იცის, რომ სოფლის გამგებლადაც არავინ აირჩევდა გვერდში რომ არ დადგომოდა თავის დროზე „ქართული ოცნება“, - ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და საქართველოს ელჩებს მიმართა. ‘ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.