საქართველოს შესახებ მთავარი იქნება ის, რომ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის ქმედებებს და უკან არ წაიღებს უცხოელი აგენტების კანონს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
ცაჰკნას თქმით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის.
„დღეს სამწუხარო დღეა, რადგან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვმსჯელობთ. საქართველოს მთავრობა არ მიდის ევროკავშირის მიმართულებით, არამედ პირიქით. ხვალ კი დიდებული დღეა, რადგან ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ ოფიციალური მოლაპარაკებები უკრაინასთან, მოლდოვასთან და ასევე დასავლეთ ბალკანელებთან. უკრაინა არის ძრავი გაფართოების პროცესში და ესტონეთი მხარს უჭერს გაფართოებას ბუნებრივად, რადგან გაფართოების პროცესის გარეშე ჩვენ ევროპაში გვექნება ნაცრისფერი ზონები, რომლებიც არ არის დაცული. ჩვენ გვჭირდება მეტი ხალხი და მეტი ქვეყანა ევროკავშირში, რომ გვქონდეს სტაბილურობა.
პირველი მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის არის, რომ საქართველოს ის, რომ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის ქმედებებს და უკან არ წაიღებს უცხოელი აგენტების კანონს, არსებობს იმ ზომების სია, რომელიც კომისიამ მოამზადა. ასევე იქნება საუბარი საქართველოში სხვადასხვა ფონდის მხარდაჭერაზე, იქნება საუბარი შენგენის ვიზის აკრძალვაზე მაღალჩინოსნებისთვის, ბევრი სხვა ასპექტი. ასე რომ, საქართველოსთვის სიტუაცია სერიოზულია და ყველა ეს პასუხისმსგებლობა არის საქართველოს მთავრობაზე, რადგან საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირისკენ გზას. ერთი თვის წინ ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი საქართველოში და ვხედავთ, რაც ხდება. ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზომების მიღება და გვჭირდება სიცხადე“,- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლუქსემბურგში დღეს, ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.