ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ჰამასთან" ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ომი არ დასრულდება.
მისივე თქმით, ღაზაში ინტენსიური ბრძოლების დასრულების შემდეგ ისრაელი შეძლებს მეტი ძალების განლაგებას ლიბანთან, ჩრდილოეთ საზღვარზე.
„შეთანხმება თუ იქნება, ეს იქნება ჩვენი პირობებით. ჩვენი პირობები კი არ არის ღაზის სექტორისა და „ჰამასის“ დატოვება ისე, როგორც არის და ომის დასრულება, „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ლიბანთან სამხედროების განთავსება, ისრაელს შესაძლებლობას მისცემს ევაკუირებული მოსახლეობა სახლებში დააბრუნოს.
„დაძაბული ფაზის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი ძალების ნაწილი გადავიყვანოთ ჩრდილოეთით. ჩვენ ამას გავაკეთებთ, პირველ რიგში, თავდაცვითი მიზნებისთვის; მეორეც, ჩვენი ევაკუირებული მოსახლეობის სახლებში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ამათან, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა, რომ ისრაელის შეტევამ ლიბანში შესაძლოა გაზარდოს უფრო ფართო კონფლიქტის რისკი, რომელშიც ჩაერთვება ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „ჰეზბოლას“ არსებობას საფრთხე დაემუქრება.