24 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ, თუმცა შესაძლოა მალე იყოს მოკლევადიანი ზომები, მათ შორის დახმარების შეჩერება.
„ბორელი ამბობს, რომ ეს არის საორიენტაციო დებატები საქართველოზე, თუმცა არ არის კონკრეტული გადაწყვეტილებები. თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა მალე იყოს მოკლევადიანი ზომები – მაღალი დონის ვიზიტების შემცირება, დახმარების შეჩერება, მათ შორის სამხედრო დახმარების”, – წერს იოზვიაკი.