უკრაინული მედიის ინფორმაციით, 23 ივნისს ნაშუადღევს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოხდა ხარკოვის ორ უბანში - შევჩენკოვისა და ზოლოტოგორსკიში. გათიშულია ელექტროენერგია და ვერ გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
დაშავებულთა შორის ორი მოზარდია.
რუსეთის ძალებმა ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში 22 ივნისს ოთხი დარტყმა განახორციელეს, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსზე.
დაიღუპა სამი და დაშავდა 56 ადამიანი. მათ შორის სამი ბავშვი.