პარტია "დროა" ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპული ოჯახის, ALDE-ს აფილირებული წევრი გახდა. კენჭი ამ გადაწყვეტილებას ვილნიუსში, ALDE-ს საბჭოს სხდომაზე ეყარა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეკრებას პარტია "დროას" აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა დაესწრო, რომელმაც ALDE-ს საბჭოს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.