ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ საპასუხო ზომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ არჩევნებამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
“ახლა წინასაარჩევნო კამპანიის შუაგულში ვიმყოფებით და ახალ მთავრობას ველით, რომელიც 4 ივლისს იქნება არჩეული. მანამდე არანაირი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული [სანქციებთან დაკავშირებით].
არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, ჩვენ დროულად მივცემთ რჩევას, თუ რა ვარიანტები შეიძლება მიიღოს ახალმა მთავრობამ საქართველოსთან მიმართ.
ჩემს ევროპელ კოლეგებს უნდა ჰკითხოთ, თუ რას იტყვის ევროკავშირი.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. 30 წლის განმავლობაში ბრიტანეთი იდგა საქართველოს გვერდით, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. სუვერენიტეტი ჩემთვის არის, როდესაც ქვეყანა მის არსებით არჩევანს განსაზღვრავს. ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირს შეუერთდეს, ეს თქვენი მიზანია, ეს კონსტიტუციაშია, დიდი ბრიტანეთი ამის მიღმაა, რადგან ეს თქვენი სუვენერული არჩევანია", - განაცხადა ელჩმა.