გიორგი ვაშაძემ შეურაცხყოფა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კი არ მიაყენა, საკუთარი ფრაზით შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანს მიაყენა, რომლებიც აუტისტური სპექტრის ქვეშ მოიაზრებიან, მან ამ ადამიანების წარმოჩენა ნეგატიური თვალსაზრისით სცადა, მისი მხრიდან ეს დისკრიმინაციის ფსკერს ქვემოთ დაშვების პირველი შემთხვევა არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ვაშაძემ კიდევ ერთხელ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და თავისი პოლიტიკური მრწამსი გააცნო საზოგადოებას, რითიც „ნაცმოძრაობა“ ქვეყანას 2012 წლამდე მართავდა და ოპოზიციაშიც ცდილობს, ანტიადამიანური და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანა საფრთხეების წინაშე დააყენოს. მათ ასეთ დამოკიდებულებას ქართველი ხალხი არ აპატიებს და კიდევ ერთ ფიასკოს არჩევნებზე განიცდიან“, – განაცხადა მათიკაშვილი.
ვაშაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:
„ელექტორალურად ძალიან ისეთი აუტისტი ადამიანია. არ ესაუბრება {ხალხს}... ისეთია, იზოლაციაშია ძალიან. კობახიძე და ხალხთან კონტაქტი, მგონი, რთულად წარმოსადგენია. ხალხთან კი არა, საოკუპაციო ზოლზე არ არის ჩასული ადამიანი“.