ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აჩვენებს ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის მზარდი თანხმობის დემონსტრირებას, მისივე თქმით, ამის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია დემოკრატიული თანამეგობეობა ერთინი ფრონტით წარდგეს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტისას განაცხადა. იუწყება Reuters.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ფედერაციას მიაწოდა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, ხოლო ჩინეთი და ირანი მხარს უჭერენ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.
"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ავტორიტარული სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ერთიანდებიან. ისინი ერთმანეთს ისე უჭერენ მხარს, როგორც არასდროს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასა და აზიის სხვა ქვეყნებს შორის მზარდი დაახლოება ნიშნავს, რომ ნატო-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მოკავშირეებთან თანამშრომლობა.
ნატო-ს სხვა წევრები "შეშფოთებულნი არიან ფინანსური ბალანსით, მათ სურთ ფულის დახარჯვა ჯანმრთელობასა და განათლებაზე", - თქვა მან და დასძინა, რომ "თუ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ მშვიდობას, მაშინ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ჯანმრთელობაზე, კლიმატის ცვლილებასა და განათლებაზე... წარუმატებელი იქნება."
მანამდე, რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.