უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დაბომბეს დონეცკის ოლქის ტორეცკი, როსკოშნოიე და ჟელესნოიე. დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი დაშავდა.
დონბასის პროკურატურის განცხადებით, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.
ამასთან, გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი კომბინირებული დარტყმა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის მიერ გაშვებული 9 რაკეტიდან 5 გაანადგურეს.
მტერმა იერიშისას ასევე გამოიყენა 27 დრონი.
რუსეთის ძალები უტევდნენ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთით, დნიპროპეტროვსკის რეგიონში.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, განადგურებულია 5 რაკეტა და 27-ვე უპილოტო საფრენი აპარატი.