კრემლის პროპაგანდისტის, თინა კანდელაკმა დორტმუნდში, სრაიონზე მყოფ ქართველ გულშემატკივრებს სულელი ცხვრები უწოდა.
მატჩის მსვლელობისას, რუსულ ტელეარხ “მატჩ ტვ“-ის ეთერში, მოხვდა კადრი, რომელშიც ქართველი გულშემატკივრები "პუტინ ხუილოს" სკანდირებდნენ. თუმცა რუსულმა არხმა ეს ეპიზოდი მალევე ამოჭრა.
მისი აზრით, ეს მორიგი პროვოკაცია იყო, რომლის უკანაც ქართული ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დგანან.
"ქართველი ექსტრემისტების მხრიდან ახალი არაფერი ხდება. ქართული ტელევიზიის ეთერში უკვე ვნახეთ შეურაცხყოფა და გვახსოვს, როგორ და სად აღმოჩნდა ის ჟურნალისტი. ახლა მასზე არაფერი ისმის, ცნობილი მხოლოდ ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფით გახდა.
ახლა მეორე პროვოკაცია. ეს აქცია უკავშირდება იმას, რომ საქართველოს კატეგორიულად არ სურს ამერიკის ჭკუაზე სიარული. და რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ხდება ქართულ პოლიტიკაში, ვაშინგტონისგან წინააღმდეგობას იღებს. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა – ჩაიდინო უხეში პროვოკაცია და შეურაცხყოფა მიაყენო რუსეთის პრეზიდენტს. სიბინძურე და უხამსობაა, არც ადრე იმუშავა და არც ახლა იმუშავებს. მაგრამ (ქართველი) ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც პარლამეტში ჩხუბს აწყობენ, სიველურეს სიმამაცის მაღალ გამოვლენად მიიჩნევენ.
ვინც ამ აქციებს ორგანიზებას იწყებს, ვინც მონაწილეობს, ვინც მათთან არის დაკავშირებული - როგორც ქართველი ქართველს, გეტყვით. სულელი ცხვრები ხართ, რომლებსაც სასაკლაოზე მიჰყავთ. თქვენ გიყენებენ საზარბაზნე ხორცად, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისტორიაში, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მიერ, რათა საქართველოს გადარჩენის გზა მოუჭრან. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ვერაფერს იზამთ, რადგან გონიერება ყოველთვის ამარცხებდა უმეცრებას“, – წერს კანდელაკი.