ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის ახალი ხელმძღვანელის ყველაზე სავარაუდო კანდიდატი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეა.
ნატო ასეთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს, ამიტომ კანდიდატს 32-ვე მოკავშირის მხარდაჭერა სჭირდება.
რუტემ ცოტა ხნის წინ მიიღო მხარდაჭერა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან. ამასთან,
რუმინეთი, რომლის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც ამ თანამდებობისთვის იბრძვის, იახლოეს ხანებში რუტეს სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას გეგმავს.
ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, როგორც წესი, თავს იკავებს თავის შემცვლელზე კომენტარის გაკეთებისგან, რადგან თავად არ ირჩევს მას.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, აშკარაა, რომ ალიანსში ძალიან ახლოს ვართ შემდეგი გენერალური მდივნის არჩევასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, მარკ რუტე ძალიან კარგი კანდიდატია, რადგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიდი გამოცდილება აქვს.