ფრანგული კინოს ვარსკვლავი, მსახიობი ანუკ ემე, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმში "ქალი და მამაკაცი" შესრულებული როლისთვის, 92 წლისა გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა, მანუელა პაპატაკისმა გაავრცელა.
მისი ცნობით, ანუკ ემე პარიზში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
ანუკ მუშაობდა თავისი დროის უდიდეს რეჟისორებთან. მისმა როლმა ფილმში "ქალი და მამაკაცი" მოუტანა მას მრავალი ჯილდო, მათ შორის ოქროს გლობუსი და ოსკარის ნომინაცია.
ანუკ ემემ ასევე ითამაშა დაუვიწყარი როლები ფედერიკო ფელინის ფილმებში - "ტკბილი ცხოვრება" და "რვანახევარი".