ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა.
ამის შესახებ მან პოლიტიკური უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ბენი განცის მიერ კაბინეტის დატოვების შემდეგ მიიღეს, რის შემდეგაც ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის ყოფილმა უფროსმა გადი ეიზენკოტმა და ქნესეთის წევრმა ჰილი ტროპერმა დროებითი მთავრობა დატოვეს.
ომის კაბინეტი ისრაელზე 7 ოქტომბერს თავდასხმის შემდეგ, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის კამპანიის მართვისთვის შეიქმნა.
„კაბინეტი შეიქმნა განცთან შეთანხმებით, მისი თხოვნით, როგორც კი განცი წავიდა, კაბინეტის საჭიროება გაქრა“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
განცმა და ეიზენკოტმა მთავრობა დატოვეს გასულ კვირას იმის გამო, რომ, მათი თქმით, ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო ღაზაში ომის სტრატეგიის ჩამოყალიბება.
დღეიდან ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებს სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტი მიიღებს.