საფეხბურთო “კლუბი” ნაპოლი ეხმიანება კომენტარებს, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ და ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემაში "სპორტი იმედზე" გააჟღერეს.
მამუკა ჯუღელმა გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის გუნდია, თუმცა ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ელოდება და ხვიჩასთან საუბარს არ ჩქარობს. გადაცემაში გაკეთებული კომენტარები იტალიურმა გამოცემებმა გადათარგმნეს, რის შემდეგაც "ნაპოლიმ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის, ბადრი კვარაცხელიას განცხადებებს ვეხმიანებით და ვაცხადებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. კვარაცხელია არ იყიდება. იმ ფეხბურთელის მომავალს, რომელსაც ნაპოლისთან კონტრაქტი აკავშირებს, მამები და აგენტები არ წყვეტენ. ამ ყველაფერს წყვეტს ნაპოლი. ამბის დასასრული', - ვკითხულობთ "ნაპოლის' მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხვიჩამ "ნაპოლისთან' კონტრაქტი 2023 წლის 2 ივნისს გაახანგრძლივა. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
europop